воскресенье, 29 марта 2015 г.

დღე 8

გადავხედეთ ჩვენს გეგმებს და დავასრულეთ მასზე მუშაობა, გავეცანი მეშვიდე მოდულში  ფასილიკაციის მასალებს. ვისწავლეთ google -ის ფორმატში კითვარის შექმნა. გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს და დავახარისხეთ.

суббота, 28 марта 2015 г.

დღე 7

გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშებს, მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება მათი ინტელექტის მიხედვით. შევქმენით ხარაჩო მოსწავლეთა დასახმარებლად.ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პროექტის მასალები და ვისწავლეთ ბლოგზე ფეიჯების დამატება.

воскресенье, 22 марта 2015 г.

6 დღე

დღეს ვისწავლეთ თუ როგორ ხდება  ბლოგზე პრეზენტაციის  ჩაშენება და გამოქვეყნება, კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთის პრეზენტაციას . გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს და ჩვენი ამოცანებიდან გამომდინარე შევქმენით პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა, რომელიც შევინახეთ დრაივზე შეფასებებში. 

მოსწავლის ნიმუში

суббота, 21 марта 2015 г.

დღე მეხუთე

ვისწვლე დრაივზე დოკუმენტების გაზიარება და კომენტარების გაკეთება. ვისწავლე როგორ დავამზადო ციტირებული დოკუმენტი, არ დავარღვიო საავტორო უფლებები. შევქმენი მოსწავლის ნიმუში სლაიდების სახით. 

воскресенье, 15 марта 2015 г.

გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან და ჩვენი პროექტისთვის ხუთივე მიზნისთვის შევარჩიე შეფასების რუბრიკები. მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შევქმენი დიაგრამა " ვიცი - მინდა ვიცოდე - რა გავიგე". დრაივზე გადავიტანე ჩემი საქაღალდე და პროცედურებში ჩავწერე  შეფასების ინსტრუმენტები, რასაც გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში და  ბოლოს.

суббота, 14 марта 2015 г.

დღე 3
დღეს განვიხილეთ და დავწერეთ  სტანდარტიდან გამომდინარე ამოცანები   ყველა ინდიკატორის შესაბამისად. ამოცანები არ უნდა იყოს ბუნდოვანი. 2 მოდულის 2 აქტივობიდან დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ნიმუშებს.
გადავხედეთ სტანდარტებს და შევამოწმეთ არის თუ არა მაღალი დონის უნარები შესაბამისობაში ჩვენ პროექტთან.რაშიც დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია. 

воскресенье, 8 марта 2015 г.

დღე 2

ძალიან საინტერესო იყო. პირველ რიგში მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, ტრენერმა მოგვცა რჩევა როგორი მიმართულებით უფრო უკეთესი იქნებოდა პროექტის წარმართვა. ვისწავლე როგორ უნდა ავარჩიოთ პროექტისათვის ესგ. -დან მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის საჭირო შედეგები, ინდიკატორები  და უნარები. გავეცანი რესურსებში ბუპლეტებს და ვისწავლეთ ბუპლეტების შექმნა.

суббота, 7 марта 2015 г.

დღე 1

გავეცანი კურსს, გავეცანი პროექტის მახასიათებლებს , გავიგე რა არის მთავარი, შევქმენი პორთფოლიო, გავეცანი პორთფოლიოს ჩეკლისტს, რომელიც დამეხმარება რომელი დოკუმენტი რომელ საქაღალდეში შევინახო, გავხსენი ბლოგი, პორთფოლიოს რუბრიკით  შევამოწმებთ  დოკუმენტების ხარისხს.