суббота, 4 апреля 2015 г.

დღე მეცხრე

მოვისმინეთ თიკა ბარბაქაძის პროექტის გეგმა "ჰოლოკოსტი". თემა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, გამოიყო მნიშვნელოვანი კთხვა რა გავლენას ახდენს წარსული მომავალზე, რაც ძალიაან მომეწონა.

მოვისმინეთ ანა წულუკიძის თემა "ანიმაცია".. საინტეირესოა ანიმაციური ფილმების გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე. ნამდვილად საჭირო და პრობლემური საკითხია დღეისათვის.

მოვისმინეთ ნინო გოდერძიშვილის პროექტის გეგმა "კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე". ძალიან საინტერესო თემაა, გააცნობს ბავშვებს თავისი ქვეყნის ისტორიას.

მოვისმინეთ თამარ გრიგალაშვილის პროექტის გეგმა "ონლაინ თამაშები". ბავშვები შეხვდებიან ფსიქოლოგებს და გაესაუბრებიან. ძალიან საინტერესო იქნება.

მოვისმინეთ ნონა სუხიშვილის პროექტის გეგმა პროცენტების გამოთვლაზე. ძალიან პრაქტიკული და ყველასათვის გამოყენებადი საკითხია. ყველა ბავშვმა ნამდვილად უნდა იცოდეს პროცენტის გამოთვლა.
 
მოვისმინეთ ია შალაშვილის პროექტის გეგმა წელიწადის დროებზე. ბავშვები ნამდვილად ბევრს ისწავლიან ამ პროექტით.

მოვისმინეთ ნათია ხელაშვილის პროექტის გეგმა "ნათლობა". ძალიან სააინტერესოა ქართული და რუსული ნათლობის ტრადიციების და წესების შედარება.

მოვისმინეთ ლანა ლომიძის პროექტის გეგმა "პროცენტების სამყაროში". ძალიან აქტუალური საკითხია, დღეს ყველამ უნდა იცოდეს პროცენტის გამოთვლა.

მოვისმინეთ ია გუდავაშვილის პროექტის გეგმა "ჯანსაღი კვება. " ძალიან საინტერესო და აქტუალური საკითხია, საინტერესოა ყველამ იცოდეს რომელი საკვებია სასარგებლო ადამიანისთვის და რომელი არა.

მოვისმინეთ თინათინ კობიაშვილის პროექტის გეგმა "თანამედროვე ტექნოლოგიები. " ეს პროექტი ბავშვებს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და მათ პრაქტიკაში გამოყენებას.

მოვისმინეთ გაიანე ოსიპოვის პროექტის გეგმა "რუსული და ქართული გვარები წარმოშობილი ცხოველების და ფრინველების დასახელებიდან". საინტერესოა გვარების წარმოშობის საფუძვლის გარკვევა. საინტერესო პროექტი გამოვა ნამდვილად.




воскресенье, 29 марта 2015 г.

დღე 8

გადავხედეთ ჩვენს გეგმებს და დავასრულეთ მასზე მუშაობა, გავეცანი მეშვიდე მოდულში  ფასილიკაციის მასალებს. ვისწავლეთ google -ის ფორმატში კითვარის შექმნა. გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს და დავახარისხეთ.

суббота, 28 марта 2015 г.

დღე 7

გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშებს, მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება მათი ინტელექტის მიხედვით. შევქმენით ხარაჩო მოსწავლეთა დასახმარებლად.ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პროექტის მასალები და ვისწავლეთ ბლოგზე ფეიჯების დამატება.

воскресенье, 22 марта 2015 г.

6 დღე

დღეს ვისწავლეთ თუ როგორ ხდება  ბლოგზე პრეზენტაციის  ჩაშენება და გამოქვეყნება, კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთის პრეზენტაციას . გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს და ჩვენი ამოცანებიდან გამომდინარე შევქმენით პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა, რომელიც შევინახეთ დრაივზე შეფასებებში. 

მოსწავლის ნიმუში

суббота, 21 марта 2015 г.

დღე მეხუთე

ვისწვლე დრაივზე დოკუმენტების გაზიარება და კომენტარების გაკეთება. ვისწავლე როგორ დავამზადო ციტირებული დოკუმენტი, არ დავარღვიო საავტორო უფლებები. შევქმენი მოსწავლის ნიმუში სლაიდების სახით. 

воскресенье, 15 марта 2015 г.

გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან და ჩვენი პროექტისთვის ხუთივე მიზნისთვის შევარჩიე შეფასების რუბრიკები. მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შევქმენი დიაგრამა " ვიცი - მინდა ვიცოდე - რა გავიგე". დრაივზე გადავიტანე ჩემი საქაღალდე და პროცედურებში ჩავწერე  შეფასების ინსტრუმენტები, რასაც გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში და  ბოლოს.

суббота, 14 марта 2015 г.

დღე 3
დღეს განვიხილეთ და დავწერეთ  სტანდარტიდან გამომდინარე ამოცანები   ყველა ინდიკატორის შესაბამისად. ამოცანები არ უნდა იყოს ბუნდოვანი. 2 მოდულის 2 აქტივობიდან დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ნიმუშებს.
გადავხედეთ სტანდარტებს და შევამოწმეთ არის თუ არა მაღალი დონის უნარები შესაბამისობაში ჩვენ პროექტთან.რაშიც დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია. 

воскресенье, 8 марта 2015 г.

დღე 2

ძალიან საინტერესო იყო. პირველ რიგში მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები, ტრენერმა მოგვცა რჩევა როგორი მიმართულებით უფრო უკეთესი იქნებოდა პროექტის წარმართვა. ვისწავლე როგორ უნდა ავარჩიოთ პროექტისათვის ესგ. -დან მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის საჭირო შედეგები, ინდიკატორები  და უნარები. გავეცანი რესურსებში ბუპლეტებს და ვისწავლეთ ბუპლეტების შექმნა.

суббота, 7 марта 2015 г.

დღე 1

გავეცანი კურსს, გავეცანი პროექტის მახასიათებლებს , გავიგე რა არის მთავარი, შევქმენი პორთფოლიო, გავეცანი პორთფოლიოს ჩეკლისტს, რომელიც დამეხმარება რომელი დოკუმენტი რომელ საქაღალდეში შევინახო, გავხსენი ბლოგი, პორთფოლიოს რუბრიკით  შევამოწმებთ  დოკუმენტების ხარისხს.